понедельник, 14 марта 2016 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები, განვიხილე ტრენერთან ერთად პროექტის გეგმა.შემდეგ მოვახდინეთ ჩვენ სახელზე გამზადებული ფოლდერის ატვირტვა გუგლდრაივზე.
ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, მწვრთნელიც გიორგი ხომასურიძე თავს არ იზოგავდა ,იმისათვის რომ ტრენინგი საინტერესო და შედეგიანი ყოფილიყო.  იმედია არ გამოგვაპარებთ სხვა საინტერესო ტრენინგებსაც. მეც  და ჩემი კლეგები რომლებიც ამ თვენახევრის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით კმაყოფილები დავრჩით. მათგანაც ბევრი საინტერესო და გამოსადეგი რამ ვისწავლე.

пятница, 11 марта 2016 г.




ტრენინგის მერვე დღე



დღეს სასწავლო პროექტის გეგმაში დავწერეთ სასწავლო პროცედურები, სადაც აღვწერეთ  მოსწავლეთა  მიერ  შესრულებული აქტივობების  მასშტაბები  და  თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობა  სწავლის  პროცესის  დაგეგმვაში.აგრეთვე მოვნიშნეთ ის მასალები, რაც გამოვიყენეთ პროექტისათვის. ეს დგე ყველაზე შრომატევადი იყო.

четверг, 10 марта 2016 г.


ტრენინგის მეშვიდე დღე



 მართლაც შთამბეჭდავი  იყო მულტიმედიური პრეზენტაციის შექმნის პროცესი. ყველა მონაწილემ გულმოდგინედ იმუშავა და ტრენერის დახმარებით მოვამზადეთ ლამაზი დიზაინისა და  საინტერესო თემატიკის პრეზენტაციები. ვფიქრობ, ყველა წარმოდგენილი თემა აქტუალური და მნახველისათვის კარგად გასაგები იქნება.   ჩვენი ნამუშევრით ტრენერი კმაყოფილი იყო.




ტრენინგის მეექვსე დღე


 დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციის შაბლონი. მოვაგროვეთ ფოტო და ვიდეო მასალა პრეზენტაციისათვის და დავწერეთ შესაბამისი ტექსტები. გავითვალისწინეთ ფაილების თანმიმდევრობა და შეფასების კრიტერიუმები ( თუ რის მიხედვით შეიძლება შეფასდეს პრეზენტაცია). ვისწავლეთ სხვადასხვა ტექნიკები იმისათვის, რომ ნამუშევარი იყოს ადვილად აღსაქმელი და ქონდეს ლამაზი დიზაინი. ვფიქრობ პრეზენტაციის აწყობის პროცესი საინტერესოდ წარიმართება...ჩვენი პროექტი დასრულებისკენ მიდის.

воскресенье, 6 марта 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე



ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, გავეცანით მის კრიტერიუმებს და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. განვსაზღვრეთ როგორ დავიყვანეთ მიღებული ქულებო ათქულიან სისტემაზე

понедельник, 29 февраля 2016 г.

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

  ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების გეგმა და ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოს შედგენაზე.დავგეგმეთ შეფასების რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ.
    დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.