суббота, 18 декабря 2010 г.

„პატარა სტატისტიკოსები“

მთავარი იდეა მოსწავლეებმა თავიანთი კვლევით შეიქმნან წარმოდგენა თანასოფლელთა ცხოვრებაზე.
თემა „პატარა სტატისტიკოსები“
სამიზნე ჯგუფი VIII–კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 16
მნიშვნელობა/აქტუალობა მოსწავლეები შეიქმნიან წარმოდგენას და სხვებსაც შეუქმნიან წარმოდგენას თავისი სოფლის სტატისტიკურ მონაცემებზე. მართალია ზოგადი მონაცემები არსებობს სოფლის საკრებულოში ,მაგრამ მოსწავლეები შექმნიან ახალ პროდუქტს და სხვადასხვა კუთხით წარმოგვიდგენენ სოფლის მოსახლეობას.
მიზნები და შედეგები მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის, ინფორმაციის მოპოვების, კლასიფიკაციის, ინფორმაციის ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის უნარი. ასევე გუნდური მუშაობის უნარი.
შეფასების საგანი და პროცედურები მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ:ინფორმაციის მოძიებით და ორგანიზებით,ისტ–ის გამოყენებით, პრეზენტაციით. წინასწარ მოსწავლეებთან ერთად შექმნილი შეფასების რუბრიკით.
წინასწარი ცოდნა მოსწავლეები იცნობენ მონაცემების წარმოდგენის სხვადასხვა ხერხებს, იციან პოცენტის გამოთვლა.
რესურსები მონაცემები სოფლის საკრებულოდან, დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაცია, კომპიუტერი, პრინტერი, თეთრი ფურცლები,საწერი კალამი, ფორმატის ფურცელი.
პროექტის მსვლელობა • თემის შერჩევა–რადგან მიზანი სოფელზე წარმოდგენის შექმნაა ამიტომ მოსწავლეებს შევთავაზებ რამდენიმე მახასიათებელს. შევუქმნი წარმოდგენას თითოეული პრობლემის გადასაწყვეტად რა ბარიერების გადალახვა მოუწევთ, აირჩევენ ოთხ მახასიათებელს.
• კლასს დავყობ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ოთხ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ჯგუფის მუშაობასა და შედეგებზე.
• თითოეულ ჯგუფს ევალება თითო მახასიათებლით დაახასიათოს სოფელი, ამისათვის ჯგუფები ქმნიან სამუშაო ცხრილებს რომესაც თუ სურვილი აქვთ ათანხმებენ მასწავლებელთან, ჯგუფი თვითონ ინაწილებს უბნებს, განაწილდებიან ორორად რათა ჩაეტიონ დროში, დრო კი ერთი თვეა.იწყებენ ინფორმაციის შეგროვებას, ამისათვის მოსწავლეები მიაკითხავენ სოფლის საკრებულოს და ამ პროექტისათვის საჭირო ინფორმაციას მოიპოვებენ,ამ პოცესში ისინი სხვა კუთხითაც აკვირდებიან ოჯახებს და ექმნებათ ზოგადი წარმოდგენა, თითეულ ოჯახში მოუწევთ ოთხივე ჯგუფს მისვლა(ბავშვებს პრობლემა არ შეექმნებათ ). თითოეული ჯგუფი ინფორმაციას დაამუშავებს და წარმოადგენს კომპიუტერის გამოყენებით და ინფორმატიკის მასწავლებლის დახმარებით, ამობეჭდავენ ფერად პრინტერზე .
• პრეზენტაცია–ჯგუფები წარმოადგენენ ინფორმაციებს დიაგრამების სახით, ასევე შეიძლება დაურთონ სიტყვიერი კომენტარები, ნამუშევარი უნდა იყოს ვიზუალურად სასიამოვნო და გასაგები. ოთხივე ჯგუფის ნაშრომი გამზადდება ერთ ფორმატზე და გამოიკრება საკლასო ოთახის შემოსასვლელ ფოიეში. ამ პროექტით შეფასდება მთელი კლასი, გამიკვეთებიან ასევე აქტიური და წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც გააკეთებენ სხვადასხვა შეფასებებს სოფლის პრობლემებზე, ასევე წინსვლაზე,გამოთქვამენ სურვილებს, დასახავენ მიზნებს ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად და იმედია გაუჩნდებათ სურვილი სხვა ბევრი პროექტის განხორციელებისა.