понедельник, 29 февраля 2016 г.

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

  ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების გეგმა და ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოს შედგენაზე.დავგეგმეთ შეფასების რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ.
    დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.

вторник, 23 февраля 2016 г.


მოდული 2. დღე 3-4. სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
მოდული 2-ის საკვანძო კითხვები:
  • როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?

2 მოდულის ძირითადი აქტივობები:
  • სტანდარტის განაზღვრა სასწავლო პროექტისთვის.
  • მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისთვის.
  • მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავება და განხილვა.
ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ ბროშურების განხილვით, საინტერესო იყო ჩემი კოლეგების ნამუშევრები, ვფიქრობ მათგან ბევრი რამ მეც ვისწავლე, მეორე მოდულზე გადასვლის  შემდეგ პროექტის  ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადავხედეთ ჩვენ საგნობივ სტანდარტებს და განვსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში, პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
ამის შემდეგ უფრო ადვილად შევავსეთ პროექტის შაბლონის მომდევნო უჯრები, ვფიქრობ ეს დღე ნაყოფიერი იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც.

суббота, 20 февраля 2016 г.

ინტელის ტრენინგის რეფლექსია


პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა, გავეცანით ბევრ საჭირო ინფორმაციას, ვნახეთ სხვადასხვა პროექტთა ნიმუშები,შევისწავლეთ პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდის შექმნა, ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით. გავეცანით კურსის მიზნებს და ამოცანებს.

ასევე საინტერესო იყო ტრენინგის მეორე დღე, შევქმენით ჩვენი ბლოგი, აღმოვაჩინე ჩემთვის საინტერესო და გამოსადეგი რესურსები პროექტის გეგმის შაბლონი. ბროშურის შაბლონი. შევეცადეთ ჩვენც შეგვექმნა საკუთარი პროექტებისათვის საჭირო ბროშურები.ერთობლივად მოვახდინეთ პროექტების იდების გაცნობა და განხილვა. მაქვს მოლოდინი იმისა, რომ კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა შესაძლებლობას მომცემს სწორწდ წარვმართო პროექტებით სწავლება და გავიდე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე, განვუვითარო მოსწავლეებს ოცდამეერთე საუკუნის უნარჩვევები.