вторник, 23 февраля 2016 г.

მოდული 2. დღე 3-4. სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
მოდული 2-ის საკვანძო კითხვები:
  • როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?

2 მოდულის ძირითადი აქტივობები:
  • სტანდარტის განაზღვრა სასწავლო პროექტისთვის.
  • მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისთვის.
  • მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავება და განხილვა.
ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ ბროშურების განხილვით, საინტერესო იყო ჩემი კოლეგების ნამუშევრები, ვფიქრობ მათგან ბევრი რამ მეც ვისწავლე, მეორე მოდულზე გადასვლის  შემდეგ პროექტის  ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადავხედეთ ჩვენ საგნობივ სტანდარტებს და განვსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში, პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
ამის შემდეგ უფრო ადვილად შევავსეთ პროექტის შაბლონის მომდევნო უჯრები, ვფიქრობ ეს დღე ნაყოფიერი იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც.

Комментариев нет:

Отправить комментарий